სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ორგანიზაციის ტრანსფორმირება და კონსულტირება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის I ნაწილის დასრულების შემდეგ: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი / Master of Social Sciences
პროგრამის II ნაწილის დასრულების შემდეგ: კვლევის მაგისტრი სოციალურ მეცნიერებებში / Master of Research in Social Sciences
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №326)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ბელქანია, პროფესორი ფრიდრიხ გლაზლი (ავსტრია)
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: 60+60 კრედიტი (ECTS)
I ნაწილი: 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო კურსები: 55 კრედიტი (ECTS);
არჩევით კურსები: 5 კრედიტი (ECTS);
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
II ნაწილი: 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 20 კრედიტი (ECTS);
არჩევითი კურსები: 10 კრედიტი (ECTS);
სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
I ნაწილი
ინდივიდუალური კომპეტენცია: თვითშემეცნება, პროფესიული ქცევა, ეთიკა, განსაკუთრებული ინდივიდუალური რესურსების, საკონსულტაციო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი თვისებების, საკუთარი როლისა და ფუნქციების შეცნობა/განვითარება;
სოციალური კომპეტენცია: უნარ-ჩვევების განვითარება კრიტიკულ სიტუაციებში შესაბამისი, პროფესიული და ავთენტური რეაგირებისათვის;
კოგნიტური კომპეტენცია: თეორიული საფუძვლები ადამიანის ხატის, პიროვნების თეორიების, ორგანიზაციის თეორიების, სოციალური, სასწავლო და საკონსულტაციო პროცესების შესახებ;
ტექნიკური კომპეტენცია: კონცეფციები, მეთოდები, დაგეგმვის პრაქტიკული ტექნიკა, ორგანიზაციებში პროცესუალურ ცვლილებათა განხორციელება და მათი ევალუაცია;
II ნაწილი
პრაქტიკული კომპეტენცია: პროექტის მენეჯმენტი, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება და გამოცდილების გაცვლა სტუდენტებს ინტერვენციულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს, რათა მათ სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელება, ასევე კონკრეტულ სიტუაციებში მეთოდებისა და ტექნიკის მოდიფიცირება შეძლონ.
კვლევითი კომპეტენცია: სამაგისტრო ნაშრომის შესრულებით, ინდივიდუალური კვლევის განხორციელების უნარ-ჩვევების გამომუშავება ორგანიზაციის ტრანსფორმირების სფეროში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთ ჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე:
- უცხოური ენის, ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (შესაბამისი სერთიფიკატი ან საუნივერსიტეტო გამოცდა);
- წერითი გამოცდა სპეციალობაში;
- გასაუბრება.
მისაღები გამოცდების ფორმატი, საბოლოო ქულების გამოყვანის სტრუქტურა და კრტიტერიუმები:
- გამოცდა ან შესაბამისი სერტიფიკატი უცხოურ ენაში, ინგლისური ენა, B2 დონე, (40 %);
- წერითი გამოცდა სპეციალობაში (40 %) ● გასაუბრება სპეციალობაში - საერთო შეფასების 20 %.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხის მქონე პირს (პროგრამის „ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების“ პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (I ნაწილი) დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება: სიღრმისეულად აღწერს და დეტალურად განმარტავს ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების თეორიებსა და კონცეფციებს
უნარები: კრიტიკულად აანალიზებს ორგანიზაციის ტრანსფორმირების გავლენას ქვეყნის და მსოფლიო საზოგადოების განვითარებაზე, შესაბამისად კომპლექსურად იყენებს ორგანიზაციის ტრანსფორმირების საფუძვლებსა და კონცეფციებს ორგანიზაციული პროცესების შესწავლისთვის;
ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა: მოქმედებს პროფესიული ეთიკის პრინციპებით, იცავს კონფიდენციალურობას და აღიარებს კულტურულ მრავალფეროვნებასა და განსხვავებებს.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (II ნაწილი) დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება: სიღრმისეულად აანალიზებს ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების თეორიებისა და კონცეფციების მეცნიერულ საფუძვლებს, მეთოდებსა და მიდგომებს.
უნარი: 2.1 დამოუკიდებლად იკვლევს ორგანიზაციებს და შეუძლია დაადგინოს მათი განვითარების დონე და ჩაუტაროს მათ სრულფასოვანი კონსულტაცია; 2.2 კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ხარისხიანად ახორციელებს ორგანიზაციულ ცვლილებებს ქოუჩინგის, ორგანიზაციის მართვის და ორგანიზაციული კულტურის ინსტრუმენტების გამოყენებით;
ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა: 3.1 აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გათვალისწინებით ახდენს ახალი ცოდნისა და იდეების გენერირებას და აწვდის ობიექტურ რეკომენდაციებს დაინტერესებულ ჯგუფებს. 3.2 კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით არგუმენტირებულად მსჯელობს ორგანიზაციის სოციალური, ფსიქოლოგიური და ეთიკური ასპექტების შესახებ; წარმოადგენს კონკრეტულ ნაშრომს დასაბუთებული მსჯელობის, ეთიკური პრინციპების დაცვითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები კვალიფიცირდებიან როგორც კონსულტანტები ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კრიზისის მენეჯმენტის დარგში და შესაბამისად, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს:
ნებისმიერ სასწავლო, მომსახურეობით და საწარმოო ორგანიზაციაში, არასამთავრობო სექტორში ორგანიზაციის ტრანსფორმირების კონსულტანტად, HR სპეციალისტად, პიროვნული და ორგანიზაციული კონსულტირების ტრენერად.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დამატებით დასაქმდეს: ნებისმიერ კვლევით ორგანიზაციაში, ასევე მკვლევრად, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში.